მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება და აუცილებლად უნდა ჩართოს იქ ნავთობის ფაქტორი, აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა.
„ასეულობით ევროპულმა ბანკმა და კომპანიამ არა მხოლოდ უარი არ თქვა რუსულ ბაზარზე მუშაობაზე, არამედ ისინი ასევე უგულებელყოფენ მოწოდებას შეწყვიტონ თავიანთი გადასახადებიდან და საკუთარი აქციზებიდან რუსეთის ფედერაციის ომის მანქანის დაფინანსება.
არ შეიძლება ველოდოთ კიდევ მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეოცე პაკეტის შემუშავებას რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი გადაწყვეტილებების მისაღებად. უკვე ახლა უნდა გაკეთდეს ყველაფერი აუცილებელი. მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება და აუცილებლად უნდა ჩართოს იქ ნავთობის ფაქტორი, აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ვლადიმერ პუტინი: ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება