საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მაშინ, როცა საქართველო და გერმანია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავს, დღეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვისაუბრე და მადლობა გადავუხადე მას იმ როლისთვის, რასაც გერმანია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციის პროცესში თამაშობს. პრეზიდენტ შტაინმაიერთან ახლო მომავალში შეხვედრაზე შევთანხმდით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, გერმანია და საქართველო დღეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.