Nokia რუსეთის ბაზარს ტოვებს

ფინური ტელეკომუნიკაციების კომპანია Nokia-მ რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებშივე ჩვენი კომპანიისთვის ცხადი იყო, რუსეთის ბაზარზე საქმიანობა და ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა. ერთი კვირაა, რაც პროდუქციის მოწოდება შევაჩერეთ. აღარ ვაწარმოებთ ახალ ბიზნესს და გაგვაქვს რუსეთის ფარგლებს გარეთ. ახლა შეგვიძლია განვაცხადოთ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ. ამ პროცესში ჩვენი პრიორიტეტია უსაფრთხოება და ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Nokia-ს ქვეყანაში 2000 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ზოგიერთ მათგანს რუსეთის ფარგლებს გარეთ რელოკაციას შესთავაზებს.

რუსული ბაზრის დატოვებით Nokia და Ericsson-ი ბაზარს ჩინურ კონკურენტებს, Huawei-სა და ZTE-ს უთმობენ. კომპანიებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტები უმსხვილესი ოპერატორებისთვის მეხუთე თაობის ქსელების მიწოდების შესახებ. ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე, მხოლოდ Huawei საქმიანობს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.

ასევე წაიკითხეთ

Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა