გამოცემა BILD-ის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კიევში აპირებდა ჩასვლას, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
BILD-ი წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაიერის დამოკიდებულებასა და "შტაინმაიერის ფორმულას" ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შემდეგ შემუშავდა, როცა მას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
გამოცემის ცნობით, კიევიდან ფედერალური პრეზიდენტის ოფისს მკაფიოდ განუცხადეს, რომ ამ დროისთვის შტაინმაიერთან შესახევედრად მზად არ არიან. „თუმცა სამომავლოდ მხარეების შეხვედრა არ გამოირიცხება“, - განაცხადაეს კიევში.
დღეს შტაინმაიერი პოლონეთშია, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ხვდება. ვიზიტის თემაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. პოლონეთიდან შტაინმაიერს უკრაინაში გადასვლა შეეძლო. დღეს პოლონეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, მან კიევში ჩასვლის შესაძლებლობა განიხილა.
გასულ კვირას, შტაინმაიერმა აღიარა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით მცდარი იყო.
რას შეეხება „შტაინმაიერის ფორმულას“, 2019 წლის 7 ოქტომბერს თბილისში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტიმა, განცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ შემუშავებაში არანაირი როლი არ შეუსრულებია რუსეთის ფედერაციას. როგორც გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფორმულა ჩიხში შესული პროცესის გასაგრძელებლად შემუშავდა.
უკრაინაში ცხარე დებატები და მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას „შტაინმაიერის ფორმულის“ სახელით ცნობილ გეგმაზე.
მაშინ ოპონენტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას „კაპიტულანტური“ შეთანხმების ხელმოწერაში დაადანაშაულეს და 1-ელ და 6 ოქტომბერს კიევში მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა.