თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა. 

შემადგენლობები მოძრაობდნენ ზონალურად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

ასევე წაიკითხეთ

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა