შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ კიევი მის ვიზიტს არასასურველად მიიჩნევს

პოლონეთში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მის პოტენციურ ვიზიტს კიევში არასასურველი უწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია შტაინმაიერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად ჩვენ გვინდოდა კიევში წასვლა, რათა გამოგვეგზავნა ევროპის სოლიდარობის ძლიერი სიგნალი უკრაინასთან. მე მზად ვიყავი, მაგრამ, ცხადია, და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ სურდათ კიევში." - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

გამოცემა BILD-ის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კიევში აპირებდა ჩასვლას, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ასევე წაიკითხეთ 

BILD: შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, ზელენსკიმ კი მასთან შეხვედრაზე უარი თქვა