ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური აგენტების შესაძლო გამოყენებაზე, აშშ სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა

შეერთებული შტატები ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, თუმცა „სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა“ იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შესაძლოა, გამოიყენონ სხვადასხვა ქიმიური აგენტი“. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის კომენტარს CNN ავრცელებს.

ბლინკენმა დააკონკრეტა, რომ გულისხმობს ცრემლმდენი გაზის და ქიმიური იაგენტების ნაერთს, რომლებიც უფრო ძლიერ სიმპტომებს იწვევენ, რათა შეასუსტონ და გაანადგურონ უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც მარიუპოლის აღების აგრესიული კამპანიის ნაწილი“.

„ეს არის რეალური შეშფოთება, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყებამდე გვქონდა. ვფიქრობ, მე მივუთითე შესაძლებლობის შესახებ, რომ ამ ტიპის იარაღი გამოიყენებოდა და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან, ძალიან კონცენტრირებულები ვართ“, - დაამატა ამერიკელმა დიპლომატმა.


იმავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა აღჭურვილობა „ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებისგან დასაცავად". პრაისმა ასევე დაამატა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ქიმიური აგენტების პოტენციური გამოყენების საკითხის გამოძიებაში.

„ჩვენ პირდაპირი საუბრები გვქონდა უკრაინელ პარტნიორებთან, რადგან ისინი აგროვებენ ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა პრაისმა CNN-ის ცნობით.

ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში გარკვეული სახის ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. 12 აპრილს, მარიუპოლის ოლქის მერის მოადგილემ დაადასტურა, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავის მიერ ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მუშაობენ დეტალების გადამოწმებაზე. CNN წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში რაიმე სახის ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.


ამავე თემაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება