დონეცკის ოლქში, მარიუპოლში ოკუპანტებმა სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. ამის შესახებ Unian აზოვის ბატალიონის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„მომწამვლელი ნივთიერება მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით ჩააგდეს“, - წერს „აზოვი“ Telegram-ზე. მათივე ცნობით, დაზარალებულებს აქვთ სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ.
Unian-ის ცნობით, ამ დროისთვის ზუსტდება, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს მარიუპოლელების წინააღმდეგ.
1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცახალი ამბებიუცხოეთი