ჩვენ ამჟამად ინფორმაციას ვამოწმებთ. ვცდილობთ, გავიგოთ, რა იყო გამოყენებული მარიუპოლში. წინასწარი ვარაუდებით, შეიძლება, ეს დიდი ალბათობით ყოფილიყო ფოსფორის საბრძოლო მასალა - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ეს იყო ფოსფორის საბრძოლო მასალა.
„ჩვენ ამჟამად ინფორმაციას ვამოწმებთ. ვცდილობთ, გავიგოთ, რა იყო გამოყენებული. წინასწარი ვარაუდებით, შეიძლება, ეს დიდი ალბათობით ყოფილიყო ფოსფორის საბრძოლო მასალა. საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, – განაცხადა მალიარმა.
ასევე წაიკითხეთ:
აზოვის ბატალიონი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა
ცნობისთვის, პრიველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცახალი ამბებიუცხოეთი
მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა