პრეზიდენტის სასახლესთან  აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პრეზიდენტის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებას აპროტესტებენ. ამავდროულად, პასუხს სთხოვენ ზურაბიშვილს იმ პოზიციისა და ინიციატივის გამოც, რომელიც მან „კავკასიური პლატფორმის“ შექმნის შესახებ გააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს Twitter-ით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელი იქნება „ჩვენი გაცოცხლების წელი“ და საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორე ხარისხოვანი“.