Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 348 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 652 235 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 1 632 194 გარდაიცვალა 16 781 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 862 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 933 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 929 PCR ტესტით.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 1,71%, ბოლო შვიდი დღის – 1,43%.
სულ ჩატარდა 2 868 689 აცრა, დღიურად აცრილია 1 063.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.