პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ. ამ დროისთვის მხარეების შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.

შეგახსენებთრომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელი ჩავიდნენ.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ 

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები დღეს კიევში ჩადიან