ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, შეიარაღებულმა პირებმა 154 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა 154 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ Al Jazeera წერს.

შეიარაღებული პირები, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებიან, ესვრიან სახლებსა და სხვადასხვა დაწესებულებას.

ამასთან, ადგილობრივი მთავრობის ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებელნი არიან შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები და ბოკო ჰარამის მებრძოლები.