„პირველი მოთხოვნა საქართველოს დღესვე შეუძლია მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაცქინით"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბიუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„პირველი მოთხოვნა საქართველოს დღესვე შეუძლია მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაცქინითრომელიც დღეს არის დაწინაურებული და რომელიც არის რეალური - საუბარია Astrazeneca-ზე, რომელსაც სჭირდება 2-დან 8 გრადუსამდე და ეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ როგორც COVAX-ის პლატფორმის, ასევე უფრო ადრე ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკების გზით და უკვე იკვეთება კონკრეტული წინადადებები ამასთან დაკავშირებით.
ასევე არის Pfizer-ის ოფცია, რომელიც მინუს 70%-ს საჭიროებს ვაქცინაციისთვის და რამდენიმე მაცივარი უკვე არის ქვეყანაში. იგივე შეიძლება ვთქვა Moderna-ზე, რომელსაც მინუს ოცი გრადუსი სჭირდება და ამის ტექნიკური შესაძლებლობაც არსებობს - ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს იმუნიზაციის წარმოების, ტექნიკურად ამის უზრუნველყოფის ორგანიზება პრობლემა არ იქნება.
ვფიქრობ, მარტი რეალური დროა, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებად გვაქვს განსაზღვრული, თუმცა მაინც ვდილობთ, რომ უფრო ადრეც, თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, ვაქცინაციის დასაწყისი უფრო ადრეც იყოს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გაბუანიას თქმით, COVAX-ის პლატფორმის საშუალებით ვაქცინაციისთვის 16 მლნ დოლარია განსაზღვრული.
„ამ თანხის ნაწილი უკვე გადახდილია და ნაწილი უნდა გადავიხადოთ მას შემდეგ, როდესაც ვაქცინა შემოვა და ეტაპობრივად მოხდება ამ ვაქცინის მოწოდება. ერთ ადამიანს ორი დოზის აცრა სჭირდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.