უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინის ხელისუფლებამ ტყვეების გაცვლის შედეგად, 30 მოქალაქე დააბრუნა

უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად, 30 მოქალაქე დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა.

„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს შედგა სამხედრო ტყვეების მორიგი, რიგით მეოთხე გაცვლა. გაცვლილია ხუთი ოფიცერი და რიგითი შემადგენლობის 17 სამხედრო. ასევე, გათავისუფლებულია რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ქალი“, – განაცხადა ვერეშუკმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა 197 ბავშვი მოკლეს