უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა 197 ბავშვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„197 ბავშვია მოკლული, ხოლო 350-ზე მეტი კი - დაშავდა. აღნიშნული რიცხვები არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან აღრიცხვის სამუშაოები აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში მიმდინარეობს“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ: