Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 318 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 961 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16%, ბოლო 14 დღის - 1.58% ხოლო 7 დღის - 1.34%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 338-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 788 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი - 11, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 555 საიდანაც, 349 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 15, იმერეთში - 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 11, იმერეთში - 7. 2 206 ადამიანი სახლში მკურნალობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.