ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. მგელიაშვილის განცხადებით, ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. ბრალდებულები სასამართლო განხილვების დროს მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ.
ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.