ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა 27 დეკემბრის 17:00 საათიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა.
შემზღუდველი ზომები ძალაში 2021 წლის 09 იანვრამდე დარჩება. დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტულიობიექტები.
„აკრძალულია, საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება.
შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ით შეიზღუდება.
ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.
შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.
საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.