უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან საუბრის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.
კულებას მადლიერია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.
„ვესაუბრე ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინის გმირულ დაცვაზე. მან დამარწმუნა საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში. მადლიერი ვარ მისი იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.