ირლანდიის მთავრობამ Pfizer-BioNTech Covid-19 ვაქცინა დაამტკიცა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია 30 დეკემბერს დაიწყება.
ქვეყანა შობის შემდგომ კორონავირუსის მკაცრ შეზღუდვებზე გადადის, რესტორნები და ბარები დაიკეტება, ისინი მხოლოდ მიტანაზე იმუშავებენ, ხოლო სხვა ბიზნესები, მათ შორის სალონები, კინოთეატრები და მუზეუმები დროებით არ იმუშავებენ.
Pfizer-BioNTech Covid-19 ვაქცინის ავტორიზაცია ქვეყანაში იმ დროს ხდება, როდესაც კორონავირუსების შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება.