ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრობს. დარჩიაშვილის განცხადებით, დმიტრო კულებასთან მან კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. კიდევ ერთხელ გამოვუცხადე ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამ ძალიან რთულ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია ილია დარჩიაშვილის Twitter პოსტში.


ამავე თემაზე

დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ: ილია დარჩიაშვილმა დამარწმუნა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ უწყვეტ მხარდაჭერაში