საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 703 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 912 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.98%, ბოლო 14 დღის - 1.5% ხოლო 7 დღის - 1.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 346 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 684.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 789 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 119 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი -13, შიდა ქართლი - 15, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 430 საიდანაც, 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 183, აჭარაში - 18, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, აჭარაში - 13, იმერეთში - 7. 2 088 ადამიანი სახლში მკურნალობს.