ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს, ყოფილი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ 12 აპრილს კონსპირაციულ ბინაზე დააკავეს.
სასამართლოს გადაწყვეტილები ოლიგარქს რომლის ქონება რამდენიმე მილიარდ უკრაინულ ჰრივნას შეადგენს, არ ექნება გირაოს გადახდის უფლება. უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ლვოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია 26 ავტომობილი, 23 სახლი, 32 ბინა, მიწის 30 ნაკვეთი და სხვა ქონება.
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, მედვედჩუკის სახლი კიევში გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.
66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.
12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.
ასევე წაიკითხეთ