ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 729 PCR ტესტით.
კოპანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 044-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის - 1.49% ხოლო 7 დღის - 1.23%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 272 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 956-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 792 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 59 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 18, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 270 საიდანაც, 340 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 186, აჭარაში - 19, იმერეთში - 77. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12, იმერეთში - 5. 1 930 ადამიანი სახლში მკურნალობს.