აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა

შეერთებული შტატები თვლის, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გამიზნულია უკრაინის მთავრობაზე თავდასხმისთვის და თავდასხმის სამი ძირითადი ღერძი მიმართულია დედაქალაქ კიევზე. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ხუთშაბათს, 24 თებერვალს განაცხადა.

„მინიშნებები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ აქამდე, მხოლოდ ამ პირველ, თუნდაც 12 საათში, ემთხვევა ჩვენს ადრეულ შეფასებას, ეს იქნება მისი მიზანი: ამ მთავრობის შეცვლა“, - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-თან დეტალურად აღწერა რუსული თავდასხმის სამი ძირითადი მიმართულება: 1) რუსეთის სამხრეთით წინსვლა ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში, აქამდე ყველაზე მძიმე ბრძოლების ადგილი; 2) რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ჩრდილოეთით გაყვანა სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონამდე; 3) რუსული თავდასხმის ორი ხაზი ბელორუსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით დედაქალაქ კიევისკენ.

მანამდე, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ რუსეთის შეჭრა შეიძლება, 10-15 დღე გაგრძელებულიყო, თუმცა ახლა ამ თემაზე სპეკულირებისგან თავს იკავებენ.


24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.


პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებულ