უკრაინაში, მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ 400 000 მცხოვრების ევაკუაცია 6 მარტს, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის პირობებში უნდა განხორციელდეს, პროცესი ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება.
უკრაინის სამხედროებმა 6 მარტს განაცხადეს, რომ აწარმოებს "სასტიკ ბრძოლებს" რუსულ ძალებთან სამხრეთ ქალაქ მიკოლაივის პირას, რომელიც აკონტროლებს გზას შავი ზღვის მთავარ ქალაქ ოდესისკენ, დასავლეთში.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ასობით რაკეტა ისროლეს და განახორციელეს საარტილერიო თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ბომბების ჩამოაგდეს ჩერნიგოვის საცხოვრებელ უბნებში, ქალაქ კიევის ჩრდილოეთით. გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნიგოვში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მცხოვრებლები ცდილობდნენ გაქცევას ქალაქ ბუჩასა და ირპინიდანაც, რადგან რუსეთის ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ რუსეთის ტაქტიკა უკრაინაში შეადარა იმ ტაქტიკას, რომელსაც მოსკოვი იყენებდა ჩეჩნეთსა და სირიაში, სადაც ქალაქები დაბომბეს, როცა რუსული ძალები მოულოდნელი წინააღმდეგობას შეხვდნენ ქალაების დამცველების მხრიდან. ”ეს სავარაუდოდ უკრაინის მორალურად გატეხვის მცდელობაა,” - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მარტს.
მისივე თქმით, რუსეთმა გამოიყენა მსგავსი ტაქტიკა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს, გამოიყენა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საბრძოლო მასალები“.
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.
26 თებერვალი
SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.
27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.
27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ:
- ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს.
- ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს".
- ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს.
- ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას.
27 თებერვალი
სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
28 თებერვალი
აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს
2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის:
ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა
ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა
3 მარტი
დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს, უკრაინისთვის მხარდაჭერას კი, გაზრდის.