საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება.
ნაცვლშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლა ითხოვა.
„ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება. ბატონმა სტეფანჩუკმა ორი რამ გვთხოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მან გვთხოვა, რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, მან გთხოვა, საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც უკრაინამ უკვე გადადგა, ეს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას ეხება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში იყვნენ ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.