იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და ეს უბრალოდ დროის კარგვაა.
„ვიწყებ ფიქრს, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობენ – მასთან [ვლადიმირ პუტინთან] ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს უბრალოდ დროის კარგვაა. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და ვაგრძელებ მტკიცებას, რომ როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ის მართალია, როცა ცდილობს დიალოგის ყველა შესაძლო გზის გამოყენებას. მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ომის საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ის, რაც ბავშვებსა და ქალებს გაუკეთეს, აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სიტყვებსა და სატელეფონო ზარებზე“, - განაცახდა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
10 მარტს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა. სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს“, -განაცახდა მაკრონმა 18 მარტს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ
ემანუელ მაკრონი: სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ