უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას აგრძელებენ

ოკუპანტები ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას აგრძელებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, ოკუპანტები ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ასევე სცადეს ჯარის განლაგება ზავოდისდმიტროვკასა და დიბროვნის სოფლებში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს

"რუსების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ლიმანისკრემენნაისპაპასნაისა და რუბეჟნოეს დასახლებულ პუნქტებზე, თუმცა რუსების ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტის 12 შეტევა მოიგერიეს, განადაგურებულია ათი ტანკი, 15 ჯავშანტექნიკა და ხუთი საარტილერიო სისტემა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა

ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს