„ჩემთვის მთავარია ორგანიზაციის რეპუტაცია. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ ეს გარკვეულწილად დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა დავმჯდომარემ ელენე ნიჟარაძემ ორგანიზაციის მიერ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„რაც შეეხება ჩემი გადადგომის საკითხს, მიმაჩნია, რომ რადგან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც მოსალოდნელი იყო, და ამისთვის მზად ვიყავით, რომ ეს საზოგადოებაში გამოიწვევდა მღელვარებას... რადგან გამოიწვია ასეთი აზრთა სხვადასხობა, აჟიოტაჟი შეიქმნა გაჩნდა კითხვები ორგანიზაციის რეპუტაციის მიმართ, ჩავთვალე, რომ ჩემთვის მთავარია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წელი ვმუშაობდი, ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ გარკველწილად ეს დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას“, - აცხადებს ელენე ნიჟარაძე, სამართლიანი არჩევნების ყოფილი თავმჯდომარე.
ISFED-ის გამგეობის წარმომადგენლებმა 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გამგეობის წევრებს, „სამართლიანი არჩევნების“ გუნდსა და თავად დირექტორს შორის მიღწეული კონსენსუსის საფუძველზე გადადგა. თავად ნიჟარაძემ კი განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება გამგეობის შეფასების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. ნიჟარაძემ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციისთვის რეპუტაციის შენარჩუნებაც დაასახელა.