უკრაინის მთავრობა ლუგანსკის მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს

უკრაინის მთავრობა ლუგანსკის მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„შესაძლოა, ეს იყოს ბოლო შანსი, როცა თქვენი გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია. თქვენგან მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ცოცხლად გადარჩეთ​“,- აცხადებს ოლქის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა

ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს