ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტის თვის შემოსავლების სტატისტიკად ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის მარტში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174,466,980 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3% აღდგენაა.
"2021 წლის მარტის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144,924,836 (+490.6%) აშშ დოლარით.
იანვარ-მარტში, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393,708,363 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.1% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340,157,176 (+635.2%) აშშ დოლარით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.