საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 357 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 970 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 436 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 534 PCR ტესტით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა.