ილია მეორე უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უკრაინაში ომმა, სამწუხაროდ, კვლავ შეიწირა ჩვენი თანამემამულენი. აღვავლენთ ლოცვებს  დავით მენაბდიშვილის,  ნიკოლოზ შანავას,  ალექსანდრე ცაავას,  არკადი კასრაძის,  ზაზა ბიწაძის  უკვდავ სულთათვის,  რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს  მიმადლოს მშვიდობა  და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.