მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 18 აპრილს საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ დედაქალაქის 200 000 მცხოვრები სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა, იმ ფონზე, როცა დასავლეთის კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ქვეყანა დატოვეს.
მოსკოვის მერის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოდან დედაქალაქში 300-მდე კომპანია დაიხურა, რომელიც უცხოური კაპიტალის თანამონაწილეობით იყო შექმნილი.
რუსეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას დაამტკიცა $41 მილიონის მოცულობის პროგრამა მოსკოვში დასაქმების მხარდასაჭერად, ტრენინგების და დროებითი, "სოციალურად მნიშვნელოვანი" სამუშაოს გამოყოფის გზით - წერს სობიანინი თავის ბლოგში. სობიანინის თქმით, დამტკიცებული პროგრამის მიზანია 58 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა, რომლებმაც უცხოურ კომპანიებში დაკარგეს სამუშაო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა