აშშ-ის სამხედრო ისტორიაში პირველად, ატომურ ავიამზიდს ქალი ოფიცერი, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი, ემი ბაუერშმიდტი უხელმძღვანელებს. საუბარია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ამირჩიეს. მომწონს მატროსების ხელმძღვნელობა და ამას აღვიქვამ, როგორც ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ემი ბაუერშმიდტმა.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბაუერშმიდტი სპეციალობით სამხედრო მფრინავია. მან 1994 წელს დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემია. იმ წლის კურსდამთავრებული ქალები იყვნენ პირველები, რომლებმაც სამსახური გააგრძელეს სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებზე.
დღეისათვის ემი ბაუერშმიდტს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შვულმფრენებზე 3000 საათი აქვს ნაფრენი.
მანამდე კაპიტანი ქალი ავიამზიდზე აღმასრულებელ ოფიცრად მსახურობდა.
ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ დაახლოებით 5000 სამხედრო მსახურობს.