დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, რომელიც ამ დრომდე დიდწილად უვნებელი იყო ომისგან, 18 აპრილს პირველი მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ტრაგედიაზე BBC წერს.
სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა ორშაბათს დილით ადრე მომხდარი თავდასხმისას, განაცხადა ქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს ნანგრევებიდან სასწრაფო დახმარების სამსახურების გასვლის შემდეგ.
ლვოვი არის ერთგვარი ჰაბი, საიდანაც ათობით ათასი ადამიანი წავიდა მეზობელ პოლონეთში მას შემდეგ, რაც გაუძლო თავდასხმებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი. იური ბარანი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ლვოვის ადგილობრივ ოფისში მუშაობდა. ის ახლახან დაინიშნა და 27 წლის იუბილემდე თვეზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი.
დღეს დილით მან და სამმა თანამშრომელმა ოფისში მუშაობის დაწყებამდე ყავის დალევა გადაწყვიტეს. ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:30 საათზე შენობა სარაკეტო იერიშის შემდეგ განდგურდა. მისი მშობლები, ანატოლი და მარია, ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას მას შემდეგ, რაც გაიგეს ლვოვზე თავდასხმების შესახებ. სასწრაფოდ მივიდნენ თავდასხმის ადგილზე, რათა გაეგოთ, ახალგარზდა ბიჭი ცოცხალი იყო თუ მკვდარი. იური მათი ერთადერთი ვაჟი იყო.
„ადამიანებს არ შეუძლიათ ასეთი რამის გაკეთება. ისინი ადამიანები არ არიან, ისინი ბარბაროსული დამპყრობლები არიან“, - ამბობს ანატოლი რუსებზე.
ამავე თემაზე
ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა