უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის

რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა Telegram-ზე დაწერა.

„ახლა ბევრი „ფეიკი“ ვრცელდება რუსეთის შეტევაზე. ომის მეორე ეტაპი დაიწყო. გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი არმია“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ

ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს