საფრანგეთის პრეზიდენტი: საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, - როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. პარიზი მუშაობს სხვა ქვეყნებიდან გაზის შესყიდვაზე და ასევე აპირებს მხარი დაუჭიროს რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას”, - თქვა მაკრონმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს