საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 329 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 058 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 271 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%, ბოლო 14 დღის - 1.36% ხოლო 7 დღის - 1.18%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 474-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 160 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 38, ქვემო ქართლი -22, შიდა ქართლი - 26, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 166 საიდანაც, 336 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 174, აჭარაში - 17, იმერეთში - 82. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 12, იმერეთში - 5. 1 830 ადამიანი სახლში მკურნალობს.