ირინა ვერეშჩუკი: უკრაინაში ზედიზედ მესამე დღეა საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება

უკრაინაში ზედიზედ მესამე დღეა საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

„დღეს, 19 აპრილს, სამწუხაროდ, ჰუმანიტარული დერეფნები არ არის. დონბასში ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. მარიუპოლის ცნობით, რუსები უარს ამბობენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბერდიანსკის მიმართულებით დერეფნის უზრუნველყოფაზე,“ - აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს