ირპენში სამძებრო ოპერაციის დროს 13 სამარხი აღმოაჩინეს

კიევის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ირპენში სამძებრო ოპერაციის დროს 13 სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში გააკეთეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამომძიებლებმა ქალაქში 700 ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაათვალიერეს, რაც მოიცავს 10 ათას სახლს და სხვა შენობებს.


 

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს