სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ

„შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, მას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ“, - განაცხადა სენატორმა კრის კუნსმა კონგრესის დელეგაციის ვიზიტის წინ საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში.

  • „ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად. შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული COVID19-ის პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რომელიც ვიზიტის დროს დელეგაციას უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა.


ამავე თემაზე

სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა