საქართველოში ჩამოსვლამდე, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები გზავნილებით გამოდიან. დელეგაციის წევრები მოუთმენლად ელიან მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გაგრძელდეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა.
„იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე,” – აღნიშნა სენატორმა კეისიმ.
მისივე თქმით, „პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია.
- „მოუთმენლად ველი მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა“.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
ამავე თემაზე
სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა