საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის მოქალაქე 19 დეკემბერს ლონდონიდან დაბრუნდა. მათი თქმით, ინფიცირებული ასიმპტომური იყო და ამჟამად თვით იზოლირებულია სახლში. მამაკაცს ვირუსი დაუდასტურდა 21 დეკემბერს, როცა საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის ახალი შტამის გარცელების გამო, რომელიც უფრო გადამდებია, ინგლისთან მიმოსვლა რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა. მათ შორის საფრანგეთმა. თუმცა, ევროკავშირის განცხადებისა და რეკომენდაციების შემდეგ, რომელიც გულისხმობდა ინგლისთან მიმოსვლის აღდგენას, საფრანგეთმა მიმოსვლის შეზღუდვა მოხსა.