იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები. ინფორმაციას channelnewsasia ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე, სანამ იაპონია გააძლიერებდა ბრიტანეთთან სასაზღვრო კონტროლს, ლონდონიდან ხუთი ადამიანი ჩავიდა იაპონიაში, რომლებსაც ვირუსის ახალი სახეობა დაუდასტურდათ.
იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის ნორიჰისა თამურას თქმით, ხუთივე მათგანი აეროპორტებიდან პირდაპირ კარანტინში გაგზავნეს.
შიგერუ ომი, სამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელი, ახალი ვარიანტების თავიდან ასაცილებლად იაპონიას საზღვრის კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.