იაპონიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური (NBC) დაცვის საშაულებებს, ასევე, უპილოტო საჰაერო ხომალდებს გაუგზავნის, რათა დაეხმაროს ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ 19 აპრილს გაავრცელა.
„უკრაინელების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად კვლავ გრძელდება. იაპონია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.