ამერიკული ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთის ოფისის თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს და რუსეთის ბაზარს ტოვებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მედიის ცნობით, დილერებმა უკვე მიიღეს შეტყობინება ავტომანქანებისა და ნაწილების მიწოდების შეჩერების შესახებ.
General Motors-მა რუსეთიდან წარმოება 2015 წელს გაიტანა, როცა აგრესორი ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიჭრა. ამის შემდეგ ამერიკული კონცერნი რუსეთის ბაზარს მხოლოდ ძვირადღირებული Chevrolet-ისა და Cadillac-ის მოდელით ამარაგებდა.
11 მარტს ლუქსის მოდელების ექსპორტი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საფუძველზე შეჩერდა. ბოლო კვირებში GM სანქციების თაობაზე აშშ-ის რეგულატორის პასუხს ელოდა. პასუხის მიღების შემდეგ კი რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ