"covid-19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ Twitter-ში განაცხადა.
„კორონავირუსის ახალი ვარიანტი - VOC-202012/01 - ევროპის რეგიონის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება“, – წერს ჰანს კლუგე
კლუგეს თქმით, აუცილებელია არსებული დამცავი ზომების გაძლიერება: დისტანცირება , ნიღბები და ძირითადი საყრდენ ბუშტებში დარჩენა.